ნდობა იწყება სწორი არჩევანით

BioMarket.ge შეიქმნა იდეით, რომ ჯანსაღი კვება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე.ჩვენი პლატფორმა აერთიანებს მეწარმეებს, რომლებიც პატივს სცემენ ბუნებას

რას შეიძენთ ჩვენთან?

აქ არ არის მასობრივი წარმოება – აქ არის ხელნაკეთი, ნატურალური და სუფთა პროდუქტი. ჩვენი მისია მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველია: გავაერთიანოთ ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ქმნიან პროდუქტებს. BioMarket.ge არის ციფრული სივრცე, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ თქვენს სუფრაზე მხოლოდ ჯანსაღი, ნატურალური და ხარისხიანი ნაწარმი მოხვდეს.

რატომ BioMarket.ge?

ხარისხის გარანტია: ჩვენ გულდასმით ვარჩევთ მეწარმეებს, რომლებსაც ვანდობთ ჩვენს პლატფორმაზე განთავსებას.
პირდაპირი კონტაქტი: ყიდვის პროცესი ხორციელდება პირდაპირ მწარმოებელთან, რაც გიხსნით ზედმეტ ბიუროკრატიას.
მხარდაჭერა: თქვენი ყოველი შეკვეთა პირდაპირი წვლილია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.

როგორ მუშაობს?

ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო მეწარმეები, თქვენ კი ირჩევთ მათ პროდუქციას. მარტივი ლინკების მეშვეობით, პირდაპირ გადადიხართ მწარმოებლის Facebook ან Instagram გვერდებზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალებს და შეუკვეთოთ სასურველი ნივთი.
მხარი დავუჭიროთ ქართულს, ვიკვებოთ ჯანსაღად და გავაძლიეროთ ადგილობრივი ბიზნესი ერთად!
ჩვენი პარტნიორი კომპანიები
გაიცანით გამორჩეული ქართველი მეწარმეები, რომლებიც სიყვარულით ქმნიან საუკეთესო ნატურალურ პროდუქციას
  • Sweet Vanilla - ტკბილი ვანილი
    Sweet Vanilla - ტკბილი ვანილი
    Sweet Vanilla ახალგაზრდა მეწარმის, ნინო ჩხიკვაძის ინიციატივით დაარსებული სტარტაპია, რომლის მთავარი მიზანი ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტების წარმოებაა.
    "ყველაფერი დაიწყო იდეით, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ნამდვილი, ჯანსაღი და ბუნებრივი. ჩვენი ყოველი დღე მიმართულია განვითარებისკენ, რათა მუდმივად გავზარდოთ ასორტიმენტი და შემოგთავაზოთ საუკეთესო ქართული პროდუქტი. შემოგვიერთდით ამ გზაზე და აღმოაჩინეთ Sweet Vanilla-ს უნიკალური გემოები. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ხარისხი იქმნება მცირე დეტალებში, მოთმინებასა და სიყვარულში."
  • Nuss - ნუსი
    Nuss-ნუსი
    "ნუსი" ახალგაზრდა მეწარმის, იაკობ ჩხიკვაძის წამოწყებაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული კულინარიის ნამდვილი გემოების გაცოცხლებას. "ჩვენი მთავარი სათქმელი მარტივია: ნამდვილი ერბო მზადდება მხოლოდ მაღალი ხარისხის კარაქისგან, მოთმინებითა და ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვით. ჩვენი ერბო სუფთა, ბუნებრივი და ჯანსაღია. გვჯერა, რომ ნამდვილი ხარისხი იქმნება მაშინ, როცა საქმეს დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით ეკიდები. "ნუსის" თითოეული ქილა შეიცავს იმ საუკეთესო გემოს, რომელიც ბავშვობის მოგონებებს და სოფლის ნამდვილ პროდუქტს გაგახსენებთ."
გახდი ჩვენი პარტნიორი
info@biomarket.ge
Made on
Tilda